პოლიკლინიკის მენეჯერი

 

ევექსის კლინიკები  აცხადებს  შერჩევას პოლიკლინიკის  მენეჯერის პოზიციაზეთბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკაში კომპანიაში არსებული შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვის უზრუნველყოფა და განხორციელების მონიტორინგი
  • პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა
  • სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
  • კლინიკის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან  შესაბამისობაში მოყვანა
  • კლინიკის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა
  • კლინიკის პერსონალის მართვა
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე  ზედამხედველობა
  • პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება  სამედიცინო მიმართულებით
  • პრიორიტეტულია კლინიკაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება
  • პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებში მუშაობის გამოცდილება
  • სავალდებულოა სამედიცინო დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  13 მარტი, 2020

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line