გრაიფიკული დიზაინერი

ევექსი კლინიკები  აცხადებს შერჩევასგრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მარკეტინგის გუნდში.

ვეძებთ მოტივირებულ და განვითარების წყურვილით აღსავე გრაფიკულ დიზაინერს. თუ ფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროში შეგიძლია შენს კრეატივს გასაქანი მისცე და არც გამოწვევებს უშინდები, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. ჩვენ კი გპირდებით კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალების გუნდსა და საინტერესო სამუშაო გამოცდილებას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე 

 

  რისი გაკეთება მოგიწევს ძირითადად?

  • მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავება კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად
  • ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება
  • ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება


როგორი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გვაქვს 

  • სასურველია სასერთიფიკატო განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
  • აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
  • Adobe Photoshop და  Adobe Illustrator პროგრამების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო
  • სასურველია  Adobe After Effects-ის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა;

 

   პიროვნული უნარები, რომლებიც ჩვენთან გამოგადგება:

  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
  • რაციონალურ  ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
  • შემოქმედებითი აზროვნება

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19დეკემბერი, 2019

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line