ციფრული არხების კოორდინატორი

ევექსის კლინიკები  აცხადებს შერჩევას ციფრული არხების კოორდინატორის  პოზიციაზე თბილისში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი,5 სამუშაო დღე

 

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ციფრული არხებისა (სოციალური მედიის გვერდები, ვებსაიტი) და ინტრანეტის მართვა
  • კომპანიის ციფრულ არხებზე ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კონტროლი
  • სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების შემუშავება ინტრანეტისა და სოც. ქსელების მოხმარების გაზრდის მიზნით
  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ანგარიშის მომზადება
  • კომპანიის ვებგვერდის დიზაინის და შინაარსის განახლების შესახებ რეკომენდაციების მომზადება
  • კომპანიის ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა
  • ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება ციფრულ პორტალებზე და არქივის წარმოება
  • საჭიროების შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა ფოტო-ვიდეო კონტენტის შესაქმნელად
  • კლინიკურ ნაწილთან მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო თემებზე კონტენტის შესაქმნელად
  • საძიებო სისტემებში კომპანიის პოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (SEO)
  • დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და შეთანხმება მენეჯმენტთან
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
  • აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით
  • აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
  •  პრიორიტეტულია Adobe Photoshop, Adobe Illustrator ან Adobe Perimiere-ის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვლი, 2020

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე pdp-officer-clinics@evex.ge   და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line