არქივარიუსი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს ვაკანსიას  არქივარიუსის პოზიციაზე  ქუთაისში


სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6

რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.


სამუშაოს
 ადგილმდებარეობა:  ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მოწესრიგებული დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან;
  • მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში;
  • მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი;
  • სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი;
  • არქივში უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

        
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პრიორიტეტულია  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

         
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 დეკემბერი, 2018 წელი.  

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 
Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line