საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის და გულისხმობს 100%-მდე დაფინანსებას სამედიცინო მომსახურებებზე: ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

დამატებით ევექსი კლინიკები გთავაზობთ პროგრამით დაუფარავ სერვისებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს.

პროგრამა იყოფა ასაკის, შემოსავლებისა და სტატუსის მიხედვით და გულისხმობს სხვადასხვა პირობებს

 

აირჩიე შენი სტატუსის შესაბამისი პროგრამა და მიიღე დეტალური ინფორმაცია

მკვეთრად გამოხატული შშმპ

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად.

არჩევა

მკვეთრად გამოხატული შშმპ და საპენსიო ასაკის ვეტერანი

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად.

არჩევა

ვეტერანები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად.

არჩევა

1000 ლარზე ნაკლები შემოსავალის მქონე ან სხვა პირი

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად.

არჩევა

წლიური 40 000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირი

არჩევა

როგორ დავრეგისტრირდეთ ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში

  • რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალს, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარეთ რეგისტრაცია (არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია დაბადების მოწმობა და მშობლის/მეურვის პირადობა ან პასპორტი)
  • ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 55 05 05, დააფიქსიროთ მოთხოვნა და სერვისის გამარტივების მიზნით ჩვენი წარმომადგენელი თქვენთვის სასურველ მისამართზე გესტუმრებათ
  • ან შეგიძლიათ გადახვიდეთ „რეგისტრაციის“ ღილაკზე და დაგვიტოვოთ თქვენი მონაცემები, ჩვენ დაგიკავშირდებით



დამატებითი ინფორმაცია დაფინანსების სხვა წყაროებზე

სახელმწიფო პროგრამებით დაუფარავ სერვისებზე თქვენ გაქვთ დამატებით დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამისთვის, საჭიროა მიმართოთ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმს და ფორმა 100-ის საფუძველზე მოითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროში, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში ან მერიაში დამატებითი დაფინანსება თქვენთვის საჭირო სამედიცინო გამოკვლევებზე. ეს ეხება, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ ქირურგიასა და სხვა მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს.

ჩვენი ქსელი