სამკურნალო დიაგნოსტიკური ენდოსკოპია

ევექსის ქსელის მასშტაბით ტარდება სამკურნალო - დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური კვლევები როგორიცაა:

სამკურნალო დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია-  ნაკლებად ინვაზიური მანიპულაცია რომლითაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, ბრონქებისა და ფილტვების სანაცია,  ბრონქიდან და ფილტვიდან ბიოფსიური მასალის აღება , უცხო სხეულის ამოღება სასუნთქი გზებიდან.

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - ნაკლებ ინვაზიური მეთოდი კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილების - საყლაპავის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დათვალიერება. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისათვის : საყლაპავის თიაქარი, ეზოფაგიტი, აქალაზია დისფაგია (გართულებული ყლაპვა) ოდინოფაგია (მტკივნეული ყლაპვა), კარდიის უკმარისობა, გასტრიტი (კუჭს ლორწოვანის ანთება),  კუჭის ეროზია, კუჭის წყლული,  დუოდენიტი ( 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვანი შრის ანთება),   12 გოჯა ნაწლავის ეროზია, წყლული , სიმსივნური წარმონაქმნების  და ა.შ დიაგნოსტიკისთვის,  ასევე სამკურნალოდ: საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების სისხლდენის სამკურნალოდ,  სისხლდენა საყლაპავიდან, სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან , სისხლდენა კუჭიდან და ა.შ . პაპილოსფინქტეროტომია. ასევე ბიოფტატის აღება შემდეგი მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევებისთვის. გასტროსკოპია ასევე გამოიყენება უცნობი ეტიოლოგიის ენემიის დიაგნოსტიკისთვის კოლონოსკოპიასთან ერთად.

კოლონოსკოპია-  წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი,რომლის საშუალებითაც ხდება  ნაწლავის ანთებადი, ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობის დიაგნოსტიკი და მკურნალობა. კოლონოსკოპია ასევე გამოიყენება სკრინინგის დროს.

კოლპოსკოპია - საშოსა და საშვილოსნოს ყელის ენდოსკოპიური კვლევა. გამოიყენება საშოსა დასაშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის დასათვალიერებლად. კიბოს წინარე პროცესების (დისპლაზია), საშვილოსნოს ყელის კიბო, კონდილომები, კერატოზი (ლეიკოპლაკი),ეროზია, ატროფია, პოლიპი და ა.შ. დიაგნოსტიკისთვის.