უფასო ტრენინგი „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ (First Aid) მოდულით

უფასო ტრენინგი „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ (First Aid) მოდულით

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგზე „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“ (First Aid), ბათუმში.

პროექტი ითვალისწინებს არამედიკოსი მოქალაქეების პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაში (First Aid) გადამზადებას, რის შემდეგაც გადამზადებულ მოქალაქეებს გადაეცემათ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ბათუმში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.

 

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

ბათუმში მცხოვრები ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქისათვის, ვინც მოტივირებულია ფლობდეს ინფრომაციას როგორ აღმოუჩინოს პიველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ცუდად მყოფ ადამიანს საჭიროების შემთხვევაში.

 

რა შინაარსის იქნება ტრენინგი?

ტრენინგი მოიცავს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ძირითად საკითხებს :

-          გულ-ფილტვის რეანიმაცია

-          სისხლდენის მართვა, ლახტის დადება

-          მზეზე გადახურება

-          დახრჩობისგან გადარჩენილის პირველადი დახმარება (Near Drowing)

-          დამწვრობა

-          გულყრა (კრუნჩხვა)

-          გულისწასვლა (უგონო მდგომარეობის მართვა)

-          გველის ნაკბენი

-          მოტეხილობა,ამოვარდნილობა

-          სასუნთქი გზების დახშობა უცხო სხეულით

 

ვინ ატარებს ტრენინგს?

ტრენინგს უძღვებიან ევექსი ჰოსპიტლების ტრენერები

ტრენინგის სხვა დეტალები:

-          ტარდება ბათუმში

-          დაიწყება მაისში

-          ტრენინგის ხანგრძლივობაა 4,5 საათი (1 დღეში ჩატარდება)

-          ტრენინგი მოიცავს ყავის შესვენებას და თეორიულ ნაბეჭდ მასალას მონაწილეებისათვის

-          ტრენინგი ჩატარდება შაბათს და კვირას (ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სამუშაო დღეებშიც ჩატარება დღის ბოლოს)

-          ჯგუფები დაიგეგმება უპირატესად იმ მონაწილეებით, ვინც პირველი გამოაგზავნის აპლიკაციას

-          თარიღი და ლოკაცია: ტრენინგის თარიღისა და ზუსტი მისამართის შესახებ მონაწილე შეიტყობს წინასწარ

 

ტრენინგის ბოლოს შეფასდება მონაწილის მიერ მიღებული ცოდნა და წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ ევექსი ჰოსპიტლების სერტიფიკატი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოტვირთოთ განცხადებაში ატვირთული აპლიკაცია, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნულ ბმულზე

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი, 2019 წელი

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ ცხელ ხაზზე (03 2) 55 05 05

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line