დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა პროგრამა „ლაბორატორიული მედიცინა“

დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა

პროგრამა „ლაბორატორიული მედიცინა“

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ლაბორატორიული მედიცინა“!
 

საუკეთესო   შედეგების  მქონე    რეზიდენტები  დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან, 80%-იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან  სტუდენტურ  სესხს.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

პროგრამის დასახელება:                   

ლაბორატორიული მედიცინა

აკრედიტირებული დაწესებულება:

სამედიცინო კორპორაცია ევექსი - თბილისის ამბულატორიული ცენტრი

პროგრამის ხელმძღვანელი:                  

ლელა თოფურია

სწავლების ლოკაციები:

თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი

ადგილების რაოდენობა:

11

                          

კლინიკური ბაზები :

 

თბილისი

 თბილისის ამბულატორიული ცენტრი

თბილისი

 კარაპს მედლაინი

თბილისი

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

თბილისი

 მედინვესტი - ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი

თბილისი

 ნეოლაბი

ქუთაისი

 იმერეთი რეგიონული რეფერალური ლაბორატორია

ზუგდიდი

 ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკა "რესპუბლიკა"

 

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  1. საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი,  ან 80% - იანი გრანტით;
  2. შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
  3. სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  4. სწავლის ღირებულება : თვეში 200 ლარი;
  5. სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;

                      

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  2. ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

  პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.  

  გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების,   გასაუბრებისა  და   ერთიანი   დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით.

 

    გამოსაგზავნი  აუცილებელი დოკუმენტაცია:

-                      ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;

-                      უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის   ასლი;

-                      პირადობის მოწმობის   ასლი.

-                      CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის,  12  აპრილის ჩათვლით.  

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line