23 Июнь, 2020

რეგიონების მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება

ევექსი კლინიკების ქედის, ხობის, თერჯოლისა და ადიგენის კლინიკებში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი.

ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი.

კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეოზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს კლინიკა. 

ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში გარკვევაში, სწორი კითხვების დასმასადა დიაგნოზის საფუძვლიანად გაგებაში დაეხმარება.

ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი პროფილის სპეციალისტებთან:

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ნევროლოგის კონსულტაცია
  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია
  • გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
  • ალერგოლოგის კონსულტაცია
  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
  • დერმატოლოგის კონსულტაცია
  • რევმატოლოგის კონსულტაცია

პირველი 7 კონსულტაცია უფასოდ  ეკუთვნითმათ, ვისაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა!

სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობისათვის უნდა მიმართოთ ევექსი კლინიკების შემდეგ ფილიალებს:

დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 255 05 05

https://batumelebi.netgazeti.ge/news/284676/

https://odishinews.ge/2020/06/22/khobis-mosakhleobas-skhvadaskhva-spetsialistis-konsultatsiis-migheba-eveqsis-klinikashi-pirvelive-vizitze-sheedzleba/

https://tv9news.ge/ka/component/content/article/151-2019-10-31-11-33-33/19879-adigenis-mosakhleobas-skhvadaskhva-specialistis-konsultaciis-migheba-klinikashi-pirvelive-vizitze-sheedzleba-?fbclid=IwAR3a0NMSSfkoPr1LSQwaXWubsG9J6oqNl864mgIoqGIsnvEg5OStr7STrf0

http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62309