16 Mарт, 2021

პირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა ევექსი კლინიკების ალერგოლოგი ლანა უბილავაა.

მან ვაქცინაცია ევექსი კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

„აცრის შემდეგ არანაირი შეგრძნება მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონავირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“ - ევექსი კლინიკების ალერგოლოგი, ლანა უბილავა.