22 Mарт, 2022

პაპილომა ვირუსი და მისგან თავდაცვის გზები

რა არის პაპილომა ვირუსი და რომელ საკში არის რეკომენდირებული ვაქცინაციის ჩატარება.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და მრავალი დაავადების გამომწვევ მიზეზს, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქსებრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 80% თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება პოაპილომა ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.

2006 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინაცია ძალიან მაღალეფექტურია,  ვაქცინირებულების 95-100%-ს უნვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი.  ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე უფრო ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალურ მეჭეჭებს.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს  90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.

აცრა ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში არის შესაძლებელი და 10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით. თუ, თქვენ ამ ასაკში არ ჩაგიტარებიათ ვაქცინაცია მისი ჩატარება შეგიძლიათ ზედა ასაკშიც. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა ვაქცინის მაღალეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკამდე.