03 Oктября, 2018

ონკოლოგიის ცენტრის 3 წლის იუბილე

3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს, ჩიკაგოში მოღვაწე ონკო რადიოლოგის ქრისტინა ქეილის სახელი მიენიჭა 

ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს რადიოლოგიური, მედიკამენტოზური და ქირურგიული მიმართულებით

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი 2015 წლიდან 4 000 პაციენტს მოემსახურა, მათ მკურნალობის კურსი ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ონკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს

ონკოლოგიის ცენტრის 3 წლის იუბილე ნატო მეტონიძის კონცერტითა და განკურნებულ პაციენტთა ფოტო გამოფენით აღინიშნა, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ