30 Oктября, 2018

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი უფასო კონსულტაციებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაატარებენ

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი უფასო კონსულტაციებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაატარებენ

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2 ნოემბერს  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს ეწვევა.  ვიზიტის მანძილზე ექიმი-ნევროლოგები (პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. თეონა შათირიშვილი, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგი ეკა გამცემლიძე, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი) კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას

ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: ქირურგი ზვიად ბულისკერია, პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე

ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ გადაუღებენ  თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით

2 ნოემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა 592 233 112