28 Декабрь, 2020

მადლობა ჩვენს გუნდს

მადლობა ჩვენს გუნდს და ყველა კოლეგას!  

პანდემიის პირველივე დღიდან, ევექსი კლინიკები #ზრუნვუსმისიით თქვენ გვერდით არის.

2020 წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 1 408 704 სამედიცინო სერვისი განახორციელა.

მადლობა ოჯახის ექიმებს, რომლებმაც 331 926 პაციენტს გაუწიეს კონსულტაცია, მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში მათ 18 000 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მართეს ბინაზე. დამატებით, პანდემიის გამო 20,308 პაციენტს გაუწიეს ონლაინ კონსულტაცია.

მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც გახშირებული მომართვიანობის ფონზე გაორმაგებულად შრომობენ, რომ პაციენტებმა დროულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, 2020 წლის განმავლობაში ისინი 500 000-მდე პაციენტს მოემსახურნენ.


მადლობა ჩვენი ქოლ ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც 2020 წელს 705,795 ზარს უპასუხეს.


მადლობა ჩვენს მედდებსა და ფლებოტომისტებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სპეციალური აღჭურვილობით აკეთებენ კოვიდის დიაგნოსტირების ტესტებს.

2020 წელს მათ 88,623 PCR და ანტიგენის ტესტის ჩატარება უზრუნველყვეს.

ევექსი კლინიკების ქსელის 33 კლინიკიდან 6 კლინიკა უკვე კოვიდ-მიმღები კლინიკაა: ქარელის, ნინოწმინდას, ადიგენის, წყალტუბოს, აბაშისა და ქუთაისის კლინიკების სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი სრულად არის ჩართული კოვიდ-პაციენტების მართვაში.

ისინი 24 საათიან რეჟიმში ზრუნავენ ინფიცირებულთა ჯანმრთელობაზე და იბრძვიან მათი სიცოცხლისთვის.
ნოემბერსა და დეკემბერში ამ კლინიკების სამედიცინო პერსონალმა 500-მდე პაციენტი მართა.

ჩვენ ერთად ყოფნით ვაგრძელებთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას!