12 Январь, 2021

კოვიდ პოლიკლინიკა

თუ დაგიდასტურდა კოვიდ-19 და მკურნალობ სახლში, შენ შეგიძლია ისარგებლო ევექსი კლინიკების ახალი პოლიკინიკის სერვისით, რომელიც კონკრეტულად კოვიდ-პაციენტებს უწევს ამბულატორიულ დახმარებას.

კოვიდ პოლიკლინიკის პაციენტებს ევექსი კლინიკები ზრუნვის მისიით გადასცემს პულსოქსიმეტრს, რომელიც კოვიდ-19-ის მქონე პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

1 პაკეტი (190 ლარი):

  • ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
  • გულ-მკერდის ღრუს რენტგენოგრაფია;
  • ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში;
    ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP (C რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში));
გამოკვლევის პასუხი ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც თავად უკავშირდება პაციენტს და დისტანციურად მართავს მის მდგომარეობას.

2 პაკეტი (100 ლარი):

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • D დიმერი;
  • CRP - C რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში;

გამოკვლევების პასუხები ეგზავნება პაციენტს მეილზე.
ასევე პოლიკლინიკაში შესაძლებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაც:

  • კარდიოექოსკოპია;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ კოვიდ-დადასტურებულ პაციენტებს.

სამუშაო საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 19:00 საათამდე

მისამართი: ნინოშვილის N60 (თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ)

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ: 0322 55 05 05