16 Aпрел, 2020

კორონავრუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ჩაერთო

კორონავრუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ჩაერთო

ამ თემაზე ევექსი კლინიკებსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ასოციაციის წევრ 80-მდე კომპანიის თანამშრომლებს ევექსი კლინიკების გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფი სამუშაო სივრცეში ეწვევა, შეამოწმებენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას და გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩართულია „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკა. „ევექსმობილი“ გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფით კომპანიებს მათ სამუშაო სივრცეში ეწვევა.
„მოხარული ვარ, რომ ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესის ასოციაცია ჩაერთო. ჩვენი გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფი ადგილზე მივა ასოციაციის წევრ 80-მდე კომპანიაში და შეამოწმებენ მათ თანამშრომლებს. მათი კარგად ყოფნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში და მათ შორის, საკარანტინო ზონებში არ შეიქმნას დისტრიბუციის პრობლემა. ევექსი კლინიკები საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, რომელებსაც ხშირი შეხება აქვთ ხალხმარავალს ადგილებთან და ქვეყნის სრულფასოვნად ფუნქციონირება გარკვეულწილად მათზეა დამოკდიებული. პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე შევამოწმეთ 40-მდე კომპანიის 3000-მდე თანამშრომელი „- განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

„დასაქმებულებს, ყოველდღიურად აქვთ შეხება სავაჭრო ობიექტებში გნათავსებულ პროდუქციასთან. სწორედ ამიტომ, მათი ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე ისინი იცავენ ყველა საჭირო წესს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან მათზე ევექსი კლინიკების ექიმების გუნდი იზუნებს და ისინი სამედიცინო მხარდაჭერას გაუწევენ დისტრიბუტორებს“ - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ.

ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მონაწილეები არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის, კურიერული და ადმინისტრაციული მომსახურების სექტორში დასაქმებულები. ევექსი კლინიკების ექიმების გუნდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას ეწვევა და ეტაპობრივად გაუწევს კონსულტაციას მათ დასაქმებულებს.

#ერთმანეთზეზრუნვით

#კორონადამარცხებადია

#ჩვენშევძლებთ