15 Hоябрь, 2021

კოლორექტული (სწორი ნაწლავის კიბო) სკრინინგი

სწორი ნაწლავის კიბო ექვემდებარება მკურნალობას დაავადების ადრეულ ეტაპებზე და ბევრი პაციენტი ამარცხებს ამ დაავადებას. ამ კიბოს განვითარების პრევენციის ერთ-ერთი საშუალება დროული სკრინინგია.

სწორი ნაწლავის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 წლის და მეტი ასაკის პირები. აღსანიშნავია, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ორჯერ და მეტად მატულობს ავადობის მაჩვენებელი.

ქალაქის მოსახლეობა სოფლისაზე 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს თამაშობს კვების ფაქტორი. სწორი ნაწლავის კიბო უფრო გავრცელებულია მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც კვების რაციონში ხშირად გამოიყენება  ცხოველური ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები, ხოლო ნაკლებად უჯრედისის შემცველი პროდუქტები. ნაწლავში ამ პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ისეთი კანცეროგენული ნივთიერებები, როგორებიცაა ინდოლი, სკატოლი და გუანიდინი, რომელთა ხანგრძლივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვან გარსზე (განსაკუთრებით შეკრულობის დროს) იწვევს სიმსივნის განვითარებას. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვების რაციონში ჭარბად ხმარობს მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი.

ევექსი კლინიკების რეგიონების ფილიალებში სწორი ნაწლავის კიბოს სკინინგი სრულიად  უფასოა!

პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 50-დან 70 წლამდე. სკრინინგი რეკომენდირებულია 2 წელიწადში ერთხელ.


უფასო პროგრამაში შედის:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება
  • კოლონოსკოპია

 

უფასო პროგრამით შეგიძლიათ ისარგებლოთ ევექსი კლინიკების შემდეგ ფილიალებში:

აჭარა 

  • დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

 

იმერეთი

  • ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;
  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16
  • ქ. ხონი, სოლომონ მეორის ქ. №21

 

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
  • ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

სამცხე-ჯავახეთი

  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

 

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30

 

სკრინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T0322 55 05 05

 

სკრინინგი - ეს ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს!