18 Июль, 2022

გურამიშვილის გამზირზე ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

ევექსი კლინიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიკლინიკა თბილისში ამჯერად,  ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. გურამიშვილის გამზირზე მდებარე პოლიკლინიკა გამოირჩევა თანამედროვე  ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით.  საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკებისრიგით 33-ე სამედიცინო დაწესებულება  გურამიშვილის გამზირის 64 ნომერში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს  შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ,  რაც გულისხმობს,ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტებისკონსულტაციებს და  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების  სრული სპექტრის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე დაფინანსებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი.

გარდა ამისა,  კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ  ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე  მომსახურება მიიღონ  და  25%­მდე  ფასდაკლებით  ისარგებლონ  დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს  გაიხსნა ახალი პოლიკლინიკა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში.

ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს,  სწორედ ამიტომ   მიმდინარე წელს  ეს არის რიგით მეორე პოლიკლინიკა, რომელიც თბილისში გახსნა.