21 Июль, 2020

„ევექსმობილი“ შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას კახეთის რეგიონით იწყებს

ევექსი კლინიკების პირველი მოძრავი კლინიკა „ევექსმობილი“ თბილისში მოღვაწე ექიმების გუნდით, კახეთის რეგიონის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. დღეიდან მოსახლეობას საშუალება ექნება ექიმების კონსულტაცია, ექოსკოპიური კვლევები და ლაბორატორიული სერვისები ადგილზე, მათსავე ქალაქსა თუ სოფელში მიიღოს.

საგანგებოდ კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის, „ევექსმობილში“მოქმედებს შეღავათები, მათ შორის:

  • 70%-მდე ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებსა და სტომატოლოგიაზე, საშეღავათო ბარათის მეშვეობით, რომლის აღებაც ადგილზე იქნება შესაძლებელი;
  • 70-მდე ფასდაკლება ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათით გადახდისასა;
  • მნიშვნელოვანი შეღავათები სამედიცინო სერვისების ადგილობრივ ფასებთან მიმართებით;

„ევექსმობილი“ კახეთის რეგიონში თბილისში მოღვაწე ექიმების გუნდით ჩავიდა. ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ შემდეგ სპეციალისტებთან: პედიატრი ოჯახის ექიმი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეიროქირურგი და ზოგადი ქირურგი.

„ევექსმობილის“ სამედიცინო გუნდის კონსულტაციის გავლა შემდეგ ლოკაციებზეა შესაძლებელი:


  • 20-23 ივლისი - ქ.თელავი (ჭავჭავაძის მოედანი)
  • 24-28 ივლისი - სოფ. წინანდალი    
  • 29 ივლისი - 1-ლი აგვისტო - სოფ. ნაფარეული   
  • 3-6 აგვისტო - ახმეტა (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია)   
  • 7-11 აგვისტო - სოფ. ქვემო ალვანი  
  • 12-13 აგვისტო - სოფ. შილდა
  • 14-15 აგვისტო  - სოფ. ახალსოფელი

„ევექსმობილში“ადგილობრივებს ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. ევექსი კლინიკების მობილურ კლინიკაში „ფარმადეპოს“ აფთიაქიც ფუნქციონირებს.