26 Февраль, 2021

ევექსის ფოთის პოლიკლინიკა განახლდა

ფოთის პოლიკლინიკის შენობა გარემონტდა და განახლდა სამედიცინო ტექნიკა. კლინიკაში დამონტაჟდა ახალი 3D/4D ექოსკოპიის აპარატი, რომლითაც ყველა სახის ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

ფოთის პოლიკლინიკის ოფთალმოლოგიურ კაბინეტში განთავსდა რეფრაქტომეტრისა და ოფთალმოსკოპის ახალი აპარატები. ახალი აპარატების მეშვეობით შესაძლებელია მხედველობის სიმახვილისა და სხვა ოფთალმოლოგიური პათოლოგიების გამოვლენა.

აპარატურული გამოკვლევების გარდა ევექსი კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებაც არის შესაძლებელი. მეტი სიზუსტისთვის, ლაბორატორიული ანალიზები იგზავნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში.

განახლებულ ევექსის ფოთის პოლიკლინიკაში სხვადასხვა  ამბულატორიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. კლინიკაში ტარდება უფასო სკრინინგ გამოკვლევები. მათ შორის: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, ანტენატალური ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა, რომელსაც მართავს მოწვეული სპეციალისტი და ანტირაბიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა.

ფოთის პოლიკლინიკაში კონსულტაციებს ადგილობრივ ექიმებთან ერთად თბილისიდან და ქუთაისიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებენ.

განახლებულ ევექსის ფოთის პოლიკლინიკაში  მიმდინარეობს რეგისტრაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაც მიიღებთ 100%-მდე დაფინანსებას სამედიცინო სერვისებზე და საჩუქრად გადმოგეცემათ 50-ლარიანი ვაუჩერი.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 310505

მისამართი: ქ. ფოთი, გამსახურდიას N6

https://www.youtube.com/watch?v=HWWsxlvijes

https://www.youtube.com/watch?v=mi9hx89hvkc

https://www.youtube.com/watch?v=Th9X2dmihv4