23 Oктября, 2019

ევექსი კლინიკების სტუდენტური პროექტი

ევექსი კლინიკების სტუდენტური პროექტი გრძელდება და მასში უკვე 22 უნივერსიტეტი და 20 000-მდე სტუდენტია ჩართული.

პროგრამა გულისხმობს:

  • სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას;
  • სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს;
  • სტუდენტების ევექსის სტიპენდიის პროგრამას;
  • სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას;
  • სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;
  • უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას;

 

პროექტი ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მასში დარეგისტრირება ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია.

სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი შემდეგ პირობებს მოიცავს:

ჩამოთვლილი სპეციალისტების კონსულტაციები 100%-იანი დაფინანსებით

 

  • ოჯახის ექიმის მომსახურება;
  • ენდოკრინოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ოტორინოლარინგოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • უროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ქირურგი;


კვლევები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 100%-იანი დაფინანსებით:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • საერთო ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ჰემოგლობინი;
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია(ტრანსაბდომინურად);
  • შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად);
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
  • ძვლების რენტგენოგრაფია;
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები - 100%;

 

ევექსისგან საყოველთაო დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე -30%-მდე ფასდაკლება;

ევექსისგან სტომატოლოგიურ სერვისებზე დამატებით - 30% ფასდაკლება შეუზღუდავად ნებისმიერ სტომატოლოგიურ სერვისზე;

ევექსში დარეგისტრირებული სტუდენტი უფასოდ მიიღებს შემდეგ ცნობებს:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
  • მართვის მოწმობისთვის განკუთვნილი ჯანმრთელობის ცნობა

 

პროგრამის ფარგლებში ევექსმა სტუდენტებისთვის გაამარტივა პროცესები.

ევექსში დარეგისტრირებული სტუდენტი მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა საქართველოს მასშტაბით შეუზღუდავად შეძლებს სამედიცინო სერვისების მიღებას ევექსის თხუთმეტ პოლიკლინიკაში.

 

ევექსი კლინიკების სტიპენდიის პროგრამა

ევექსი კლინიკების სტუდენტური სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს სტუდენტურ პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტი.

უნივერსიტეტებთან შეთანხმებით პროგრამაში ჩართული ყველა უნივერსიტეტიდან მოხდება სტიპენდიანტი სტუდენტების შერჩევა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ყოველ თვე ევექსისგან მიიღებენ 100 ლარს სტიპენდიის სახით.

 

ევექსის დასაქმების პროგრამა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკები სტუდენტებს შესთავაზებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებს დასაქმებისთვის.

 

 

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევექსი მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს წლის განმავლობაში უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის:

  • სპორტულ შეჯიბრებებს;
  • შეხვედრებს წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან;
  • მასტერკლასებს და ლექციებს;
  • გასვლით ღონისძიებებს;
  • გასართობი ტიპის სადღესასწაულო ღონისძიებებს;

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში მოხდება სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა შემდეგ თემებზე:

  • უარი მავნე ჩვევებს!
  • ჯანსაღი კვების რეჟიმი
  • სპორტული ცხოვრება
  • ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა სტუდენტი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დარეგისტრირდეს ევექსის თბილისის ნებისმიერ პოლიკლინიკაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ უნივერსიტეტებში შექმნილ ევექსის სარეგისტრაციო ცენტრებში ან ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში შემდეგ მისამართებზე:

 

საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. 40

საბურთალო - თავხელიძის ქ. 1

ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. 30

ისანი - ქეთევან წამებულის გამზ. 69

მთაწმინდა - ვ. ვეკუას ქ. 3

დიდუბე - აკ. წერეთლის გამზ. 141ა

დიდი დიღომი - ი. პეტრიწის ქ.16

გლდანი- გლდანი, I მ/რ

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 2 55 05 05

პროექტში ჩართული უნივერსიტეტბი:

  • ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  • სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს ღია უნივერსიტეტი
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი (სააკაძეზე)
  • გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • აგრარული უნივერსიტეტი
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი GAU
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  • სოხუმის უნივერსიტეტი