27 Mай, 2021

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებელს საქართველოს ბანკის 0%-იან განვადებას სთავაზობს

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით ახალ პროექტს იწყებს.  

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბანკთან ერთად მომხმარებელს0%-იანი განვადებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის ფარგლებში, ევექსი კლინიკები 0%-იანი განვადების დამატებით საკომისიოს სრულად აფინანსებს.

პროდუქტით შესაძლებელი იქნება სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში  გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინო მომსახურებით მარტივად ისარგებლოს.

მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას  ევექსის კლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს.განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში 800-მდე დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე: სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ, რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და სხვა.

განვადებაზე განაცხადის შევსებას შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.

განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის HEALTHY CLUBფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS-ში ჩართულ მომხმარებლებს  და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს  სთავაზობს.  შეთავაზება  უნიკალურია და სრულიად უფასოდ ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა სრულიად უნიკალური შინაარსით და აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან.

HEALTHY CLUBგულისხმობს 50%-მდე ფასდაკლების პირობას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად:  

 

  • 800-მდე დასახელების ამბულატორიულ  სერვისზე, ლაბორატორიაზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე;  
  • სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც სამედიცინო გუნდის მიერ პროექტის ფარგლებში შეიქმნა;
  • მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე;
  • სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე;
  • ესთეტიკის სერვისებზე, ეპილაციასა და კოსმეტოლოგიაზე; 
  • ბარათი ასევე გულისხმობს ფასდაკლებებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერ პარტნიორ დაწესებულებებში:  ვარჯიშის, სილამაზის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, დასვენების  და სხვა სერვისების მიმართულებით.

 

HEALTHY CLUB-ის ფასდაკლებების პირობები ვრცელდება როგორც დაზღვეულ, ისე დაუზღვეველ პირებზე ულიმიტოდ, დაზღვევით დაუფარავ ან დაუფინანსებელ სერვისებზე. ფასდაკლების  მიღება შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის და მიმართვის ფორმების წარდგენის გარეშე. მომხმარებელს საშუალება ექნება კონკრეტული სამედიცინო სერვისის ყიდვის დროს ავტომატურად გაიაქტიუროს ფასდაკლება.