16 Oктября, 2020

ევექსი კლინიკები ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით შეუერთდა

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.

16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.

“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება.“ - გიორგი გორდაძე - „ევექსი კლინიკების“ დირექტორი

პროექტის ფარგლებში მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ:

ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოდ  
50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ კვლევებზე
30%-იანი ფასდაკლება სპეციალისტების კონსულტაციაზე  
30%-იანი ფასდაკლება ექოსკოპიურ კვლევებზე
50% ფასდაკლება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე
50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიაზე 

დაგვიკავშირდით 255 05 05