15 Aпрел, 2020

ევექსი კლინიკები COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ პირველ სამედიცინო ფორუმს გამართავს

ევექსი კლინიკების ინიციატივით 16 აპრილს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით პირველი ციფრული სამედიცინო ფორუმი ჩატარდება, ფორუმის თემა: საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ფორუმზე დასწრება ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ყველა კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები საქართველოდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდან:

• გიორგი კურდღელაშვილი - ოკლაჰომა სიტის ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - COVID 19-თან მიმართებაში აშშ-ს პრაქტიკის შესახებ მოგვიყვება.
• მამუკა მაჩაიძე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან - ისაუბრებს ინფექციურ დაავადებებზე.
• ნინა ბაკაშვილი - ოჯახის ექიმი ჰოლანდიიდან ისაუბრებს ოჯახის ექიმის ფუნქციებსა და ლოჯისტიკაზე COVID 19-თან მიმართებაში.
• გრიგოლ ხურციძე - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, შინაგანი სნეულებები, ჰოსპიტალისიტი, კაიზერ პერმანენტე, ვაშინგტონი - ფორუმის მთავარი მოდერატორი.
• გიორგი ბერია - ევექსი კლინიკების კლინიკური დირექტორი

ფორუმზე რამდენიმე ძირითად თემას მიმოიხილავენ: პაციენტების ტრიაჟი, დიაგნოზირება, გადამისამართება, ბინაზე კარანტინი და დისტანციური მართვა, ინფექციონისტების ხედვა COVID19-ის ამბულატორიული მართვის სპეციფიკაზე.

ევექსი კლინიკების ორგანიზებით ფორუმი ჩატარდება 16 აპრილს, 21:00 საათზე Zoom-ის ციფრულ პლათფორმაზე ქართულ ენაზე და ღია იქნება საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლებისთვის.
ღონისძიების მიზანია, საქართველოში მომუშავე ექიმებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი გამოცდილება.

მსურველებმა გთხოვთ ღონისძიებამდე შეავსეთ Google-ს სარეგისტრაციო მარტივი ფორმა: https://forms.gle/SkczroMeoHaY6V6Q9
ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (SMS-ს) Zoom-ის აპლიკაციის ლინკს და კოდს, რომლითაც უნდა შემოხვიდეთ ფორუმზე ონლაინ 16 აპრილს 21:00 საათზე.

დასასწრებად აუცილებლად დაგჭირდებათ აპლიკაცია Zoom https://zoom.us/ , თქვენს მობილურში ან კომპიუტერზე.

დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/84566436382?pwd=ckpCWnNCNmRtR0gxcEhSTFBxRjd2Zz09
ან შეიყვანეთ ID: 845 664 363 82 და Password: 1234

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს წარმომადგენლებს შემდეგ ნომერზე:
555 55 44 80,
596 00 99 00
595 64 06 26
577 34 02 65
591 40 33 06
595 64 06 26
595 26 65 86