18 Декабрь, 2020

ახალი პოლიკლინიკა კოვიდ დადებითი პაციენტებისთის

სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ევექსი კლინიკების ახალი პოლიკლინიკა 21 დეკემბერს გაიხსნება.

 

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიკლინიკა ამბოლატორიულ მომსახურებას გაუწევს პაციენტებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 და მკურნალობენ შინ. პაციენტებს აღნიშნულ პოლიკლინიკაში შეუძლიათ 2 სამედიცინო პაკეტით სარგებლობა:

 

#1 პაკეტი (190 ლარი):

  • ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
  • გულ-მკერდის რენტგენი;
  • სატურაციის გაზომვა;
  • ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP);
  • კვლევის პასუხი ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც თავად უკავშირდება პაციენტს და დისტანციურად მართავს მის მდგომარეობას.

 

#2 პაკეტი (100 ლარი):

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • D დიმერი;
  • CRP - ცე რეაქტიული ცილა; კვლევების პასუხები ეგზავნება პაციენტს მეილზე.

 

ასევე პოლიკლინიკაში შესაძლებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაც:

  • კარდიოექოსკოპია;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს.


სამუშაო საათები: ყოველდღე, 09:00-დან 19:00 საათამდე

მისამართი:  ნინოშვილის N60  (თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ)

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ: 0322 55 05 05

 

ევექსი კლინიკების თბილისში მდებარე სხვა პოლიკლინიკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ პაციენტების მიღებას.