08 Mай, 2022

ვაზისუბანში ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

ისანი-სამგორის რაიონში ,,ევექსი კლინიკები"-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიკლინიკა გაიხსნა, რომელიც  გამოირჩევა თანამედროვე  ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია  ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საქართველოს მასშტაბით ,,ევექსი კლინიკები"-ს რიგით 34-ე ახალი პოლიკლინიკა  ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში მდებარეობს. ადგილზე, მომხმარებლებს  შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ.  რაც გულისხმობს,ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტებისკონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების  სრული სპექტრის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ ვაზისუბნის ევექსის პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი.

გარდა ამისა,  კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ  ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე  მომსახურება მიიღონ და 25%­მდე  ფასდაკლებით  ისარგებლონ  დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.

,,ევექსი კლინიკები" მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში  ახალი პოლიკლინიკა უკვე  სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე გაიხსნება.