ვარჯიში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის

Советы მოზრდილები
პასიურ და უმოძრაო ცხოვრების წესს რისკები ახლავს, როგორც ჩვენი ფიზიკური ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის. როცა არ ვვარჯიშობთ, ძილის ხარისხი უარესდება, რასაც მოსდევს სტრესი და დეპრესიული გუნება-განწყობილება. 

მეტაბოლიზმი ასაკის მატებასთან ერთად ისედაც იწყებს შენელებას და ასეთი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას. 

იზრდება ძვლების დასუსტებისა და დაავადებების განვითარების რისკიც. 

ხოლო, როცა ვიწყებთ სისტემატურ და სწორ ვარჯიშს: 

  • მცირდება გულის დაავადებების რისკი;
  • უმჯობესდება მახსოვრობის, განსჯისა და ფიქრის უნარები;
  • გვიმარტივდება თამბაქოსთვის თავის დანებება;
  • უმჯობესდება ძილის ხარისხი;
  • ვარჯიში გვეხმარება წონის კონტროლში;
  • რაც მთავარია, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა!

პროდუქტიულად აითვისეთ სახლში ყოფნის დრო და გამოიმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები.