როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან

Советы

1. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით გამდინარე წყალში მინიმუმ 30 წამის განმავლობაში. გამოიყენეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები
აუცილებელია, დაიბანოთ ხელები:

  • ხველების და დაცემინების შემდეგ
  • საკვების მომზადებამდე, მომზადებისას და მომზადების შემდეგ
  • საკვების მიღებამდე და ჭამის შემდეგ
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ
  • თუ უვლით გაციებულ ადამიანს

2. დაცემინების ან ხველების დროს დაიფარეთ ცხვირისა და პირის არე მოკეცილი მკლავით ან ხელსახოცით, რომელიც უნდა გადააგდოთ გამოყენებისთანავე
3. მოერიდეთ გრიპის სიმპტომების მქონე პირებს
4. მოერიდეთ ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან დაუცველ კონტაქტს
5. თერმულად კარგად დაამუშავეთ ხორცის პროდუქტები
6. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა თავშეყრის ადგილებში