ოსტეოპოროზი

Советы მოზრდილები

დაავადებას, რომლის დროსაც მცირდება ძვლის მინერალიზციის ხარისხი, ოსტეოპოროზი ეწოდება.

 ვის  აქვს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი?

  • ქალებს მენოპუზაში, რადგან ძვლის ადექვატურ მინერალიზაციაზე ზეგავლენას ახდენს ესტროგენები (ქალის სქესობრივი ჰორმონები);
  • ასაკოვან მამაკაცებს (ქალებთან შედარებით უფრო ნაკლებად);
  • მათ, ვისი პირველი რიგის ნათესავებსაც დადასტურებულად აქვთ ოსტეოპოროზი;
  • პაციენტებს, ვისაც განუვითარდათ ადრეული მენოპაუზა (45 წლამდე ასაკში);
  • დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებს(გამხდარი, დაბალი ტანის მქონე პირები);
  • ვინც ხანგრძლივად  იღებს გარკვეული ჯგუფის მედიკამეტებს (კორტიკოსტეროიდები, თიროქსინი, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიის დროს, ანტიკონვულსიური თერაპია ეპილეფსიის დროს);
  • კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, როდესაც დარღვეულია კალციუმისა და სხვა მინერალების შეწოვა (გასტრიტი, კოლიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტი და სხვა);
  • ნებისმიერი ქრონიკული დაავადება (ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური, რევმატოიდული, თირკმლის უკმარისობა, დიალიზი)
  • ზოგადი რისკ-ფაქტორიების არსებობა - თამბაქოს მოხმარება, ანორექსია, ბულემია


ოსტეოპოროზის კლინიკური გამოვლინებები


ოსტეოპოროზი კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდიანარეობს. სიმპტომურია მხოლოდ მისი შედეგები - ხერხემლის მალებისა და სხვადასხვა ძვლის მოტეხილობა მინიმალური ტრავმის შედეგად, ან მძიმე შემთხვევებში - მოტეხილობა არსებითი ტრავმის გარეშეც კი.


ზურგისა და წელის ტკივილი,  წელში მოხრა, სიმაღლის შემცირება;


უეცარი ძლერი ტკივილი წელისა და ხერხემლის მიდამოებში, რაც მიუთითებს სპონტანურად განვითარებულ მალების კომპრესიულ მოტეხილობებზე. 


როგორ გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ოსტეოპოროზის განვითარების რისკი?


საჭიროა ძვლის მინერალიზაციის ხარისხის განსაზღვრა, რაც იზომება დენსიტომეტრიით.  დენსიტომეტრიის ჩატარება რეკომენდებულია ქალებში 65 წლის ასაკიდან და  ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ოსტეოპოროზის რისკის მქონე ყველა პაციენტში.


მკურნალობა/პროფილაქტიკა


ოსტეოპოროზის მკურნალობა და ძვლის მინერალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია კალციუმის, სხვა მიკროელემენტებისა და  D ვიტამინისა მიღებით.  შორსწასულ შემთხვევებში საჭიროა სხვადასხვა მედიკამენტის დამატებაც, რაც ისაზღვრება ექიმის მიერ დენსიტომეტრიის შედეგების მიხედვით.


ასევე, მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა და წაქცევის რისკის შემცირება.


ოსტეოპოროზის და მისი გართულებების თავიდან არიდება სწორი მკურნალობითა და პრევენციით უკვე სრულად არის შესაძლე ბელი.