ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნაწილი VI

Советы ორსულობა

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალების უმრავლესობა იწყებს ორსულობის დროს მომატებული წონის თანდათანობით კლებას: ყველაზე სწრაფად სხეულის წონა იკლებს მშობიარობიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში: ნაყოფის და მომყოლის დაბადების შემდეგ, დაახლოებით 6,5კგ-ით, ლოგინობის ხანაში ლოქიების, დამატებითი სითხის დაკარგვით დაახლოებით 2,5-7კგ-ით. შემდეგი 6 თვის განმავლობაში წონაში კლება ხდება უფრო ნელა და მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ საშუალო წონის ნამატი(წონის სხვაობა დაორსულებამდე არსებულ წონასა და მშობიარობის შემდგომ წონას შორის) დაახლოებით 5,4კგ-ს შეადგენს. წონის სრულად დაკლებას ხელს უშლის ორსულობის განმავლობაში წონის ჭარბი მატება, გაცხიმოვნება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, დედის ასაკი

ამასთანავე უნდა გახსოვდეთ, რომ მეძუძურ დედებს ესაჭიროებათ უფრო მეტი საკვები და ენერგია, ვიდრე არამეძუძური დედებს, დაახლოებით 500კკალ/დღეში მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში ექსკლუზიური ძუძუთი კვების დროს. კალორიების მომატებულ საჭიროებას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი: ქალის წონა, ასაკი, სიმაღლე, აქტივობის ხარისხი. მაგალითად, დაბალ, ნაკლებად აქტიურ, ასაკოვან ქალს, რომელიც იწონის ნაკლებს, სჭირდება ნაკლები კალორიები, ვიდრე მაღალ, ახალგაზრდა, ჭარბწონიან, აქტიურ დედას.

მეძუძური დედა არ საჭიროებს სითხის დამატებით მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ დღიურად იგი გამოიმუშავებს 750-800მლ-მდე რძეს, ე.ი. მომატებულია მის მიერ სითხის კარგვა; დედამ სითხე უნდა მიიღოს, როცა სწყურია(მაგ. ძუძუს წოვების დროს) და მიაქციოს ყურადღება გაუწყლოვანების ადრეულ ნიშნებს: მუქი ფერის შარდი, იშვითი შარდვა, პირის სიმშრალე.

მეძუძურ დედებს, რომლებიც იმყოფებიან კარგად ბალანსირებულ ჯანმრთელ დიეტაზე, რომელიც შეიცავს ცხოველურ და რძის პროდუქტებს, თევზს, ადექვატური მოცულობით კალციუმს და ვიტ. D დამატებით პოლივიტამინების, ან კვებისმიერ დანამატების გამოყენებას არ ჭირდებათ, განსხვავებით ვეგეტარიანელი მეძუძური დედებისაგან, რომლებიც არ ღებულობენ ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს; მათ ესაჭიროებათ პოლივიტამინების, ვიტ. B12 დამატებით მიღება;

მეძუძური დედებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის და ვიტ. D ადექვატური ოდენობით მიღება, რადგან დღიურად მომატებული კალციუმის მოხმარება იწვევს მათი ძვლოვანი მასის დაქვეითებას; კალციუმის ძირითად წყაროს რძე და რძის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული წარმოადგენს, ამიტომ თუ მეძუძური დედა საკმაო ოდენობით არ იღებს ამ პროდუქტებს, რეკომენდებულია კალციუმის დანამატების მიღება 1000მგ/დღეში; ხოლო ვიტ. Dკი საჭიროა კალციუმის შეწოვისათვის, და დღიური მოთხოვნა მასზე, როგორც მეძუძური, ასევე არამეძუძური დედებისათვის შეადგენს 600ერთ. /დღეში;

მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული კვებით რაციონში კვირაში ერთხელ ან ორჯერ თევზის შეტანა, რომელიც ვერცხლისწყლის მცირე რაოდენობას შეიცავს.

მეძუძური დედები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ ნებისმიერი მედიკამენტი დედის რძით გადადის ახალშობილთან, ამიტომ მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და უსაფრთხო უნდა იყოს ახალშობილისათვის. ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლებელია უსაფრთხო იყოს ახალშობილისათვის, მაგრამ შეამციროს გამოყოფილი რძის მოცულობა(მაგ. ფსეუდოეფედრინი, კომბინირებული ესტროგენ/პროგესტინები) ამიტომ კონტრაცეფციის მიზნით რეკომენდებულია არაჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება;

ქალებს, რომელთაც არ აქვთ ანემია, არ ესაჭიროებათ რკინის პრეპარატების დამატებით მიღება;

მეძუძური დედებისათვის უკუნაჩვენებია(უარყოფით გავლენას ახდენს, საზიანოა ახალშობილისათვის) ისეთი აკრძალული პრეპარატების მიღება, როგორიცაა:ამფეტამინი, კოკაინი, ჰეროინი, მარიხუანა.

დედას შეუძლია მცირე მოცულობით ალკოჰოლის მიღება, მაგრამ ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ალკოჰოლი გადადის დედის რძეში და იმ შემთხვევაში, თუ მეძუძურმა დედამ მიიღო ალკოჰოლის ერთი პორცია(140 გრამი ღვინო, 340 გრამი ღვინო, 42 გრ ლიქიორი), ძუძუთი კვება დასაშვებია მხოლოდ 2 საათის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში ალკოჰოლი გამოდის დედის ორგანიზმიდან სრულად.

მეძუძური დედისათვის ნებადართულია 2-3 ჭიქა ყავის დალევა დღის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი ახალშობილი მგრძნობიარეა კოფეინის მცირე მოცულობაზეც, რაც იწვევს მის უძილობას, აგზნებადობას, მოუსვენრობას; ამ შემთხვევაში ყავის სასმელის მიღება არ არის რეკომენდებული.

ახალშობილები, რომელთა მშობლები მოიხმარენ თამბაქოს, იმყოფებიან ასთმის, პნევმონიის, ყურის ინფექციის, ბრონქიტის, ახალშობილის უეცარი სიკვდილის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. თამბაქოს მოხმარების შემცირება ან შეწყვეტა ამცირებს ამ გართულებათა განვითარების რისკს. ქალებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას უმჯობესია შევთავაზოთ ახალშობილის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვება ეხმარება ქალებს მშობიარობის შემდგომ პერიოდში სხეული წონის დაკლებაში.