ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნაწილი V

Советы ორსულობა

ორსულობის დასაწყისში ქალის სხეულის წონის სიდიდეზე არის დამოკიდებული წონის მატება ორსულობის განმავლობაში;  ორსულობამდე ქალის სხეულის წონა და ორსულობის განმავლობაში სხეულის წონის მატება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელად, მაგრამ ორივე ერთად ჯამურად გავლენას ახდენს ახალშობილის დაბადების წონაზე, ორსულობის ხანგრძლივობასა და სამეანო გართულებების სიხშირეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს განისაზღვროს ქალის სიმაღლე და სხეულის წონა, გამოთვლილ იქნას მისი სხეულის მასის ინდექსი(BMI), შეფასდეს ნაკვებობის როგორ ტიპს მიეკუთვნება ორსული და განისაზღვროს ორსულობის განმავლობაში დასაშვები წონის ნამატის სიდიდე ინდივიდუალურად. სხეულის მასის ინდექსი არის სხეულის ცხიმის ზომა, რომლის გამოთვლა ხდება სხეულის სიმაღლის და წონის მაჩვენებლების დახმარებით. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად გამოყენებულ უნდა იქნას უკანასკნელი ნორმალური მენსტრუაციის დროს დაფიქსირებული ქალის სხეულის წონა. სხეულის მასის ინდექსის ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება სხეულის მასის ინდექსი 18,5-24,9კგ/მ2. სხეულის მასის სხვადასხვა ინდექსს შეესაბამება  ორსულობის განმავლობაში დასაშვები წონის ნამატის სხვადასხვა სიდიდე, ასე მაგალითად:

  • BMI კგ/2 (დაბალი წონა)- დასაშვები წონის ნამატი 12.5-18.0 კგ; (0,5-2კგ. I ტრიმესტრის განმავლობაში და შემდეგ 0,5კგ./კვირაში);
  • BMI 18.5 - 24.9 კგ/2 (ნორმალური წონა) – დასაშვები წონის ნამატი 11.5-16.0 კგ. (0,5-2კგ. I ტრიმესტრის განმავლობაში და შემდეგ 0,5კგ./კვირაში);
  • BMI 25,0 - 29.9 კგ/2 (ჭარბი წონა) – დასაშვები წონის ნამატი 7,0-11.5 კგ. (0,5-2კგ. I ტრიმესტრის განმავლობაში და შემდეგ 02,5კგ./კვირაში);
  • BMI30.0 კგ/2 (გაცხიმოვნება) – დასაშვები წონის ნამატი 5.0-9.0 კგ. (0,5-2კგ. I ტრიმესტრის განმავლობაში და შემდეგ 0,25კგ./კვირაში);

ორსულობის პერიოდში გართულებების სიხშირე მატულობს წონის მატების განსაკუთრებით დაბალი ან მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში. მაგ. ქალებში, რომელთა წონა ორსულობამდე დაბალია და ასევე დაბალია წონის ნამატი ორსულობის განმავლობაშიც, მომატებულია მცირე წონიანი ახალშობილის დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი. ჭარბწონიანი ქალების ბავშვებს კი უფრო ხშირად აღენიშნებათ გესტაციურ ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა, ორჯერ მატულობს მაკროსომიულ  ახალშობილთა რიცხვი, მეტია დაგვიანებული მშობიარობებისა და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა გართულებების(მაგ. პრეეკლამფსია, გესტაციური დიაბეტი, საკეისრო კვეთა და სხვ.) განვითარების რისკიც; ორსულობის პერიოდში წონის ჭარბი მატება ზრდის ბავშვთა სიმსუქნის ალბათობასაც. გარდა ამისა, თუ ქალი ორსულობის პერიოდში ჭარბად იმატებს წონაში იგი მშობიარობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებს წონის დაკლებას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მამრობითი სქესის ახალშობილების წონა დაბადებისას დაახლეობით 100 გ-ით მეტია, ვიდრე მდედრობითი სქესის ახალშობილების, რაც მამრობითი სქესის ნაყოფის მატარებელი ორსულების მიერ ენერგიის მეტი მოხმარებით აიხსნება.

სად მიდის წონის ნამატი ორსულობის დროს?

ორსულობის პერიოდში სხეულის ზედმეტი წონა დაახლოებით ასე გადანაწილდება:

ნაყოფი     

3,5კგ

მკერდი

1,0კგ

დედის ცხიმოვანი მარაგი

3,0კგ

პლაცენტა

1,0კგ

საშვილოსნო

1,0კგ

სანაყოფო სითხე (ბავშვის ირგვლივ)

1,0კგ

დედის სისხლი

2,0კგ

ბავშვის სითხე

2,0კგ

სულ                                                 

14,5კგ

 

გახსოვდეთ, ორსულობის განმავლობაში წონის ზედმეტი მატების თავიდან აცილების მიზნით დაუშვებელია  დიეტური შეზღუდვები.

 

კვებითი რეკომენდაციები ლოგინობის ხანაში? იხილეთ შემდეგ კვირაში...