ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნაწილი III

Советы ორსულობა

ორსულობის დროს საჭიროა ზოგიერთი სახის საკვების შეზღუდვა ან მათი მიღებისაგან თავის შეკავება პოტენციური ტოქსიკური ზემოქმედების გამო. ეს ეხება ზოგიერთი სახეობის თევზს, კოფეინის გაძლიერებულ მოხმარებას, ღვიძლის შემცველ საკვებს, გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს, არაპასტერიზებული რძის პროდუქტებს და არასათანადოდ მომზადებულ (ნახევრად უმ) ხორცს.

თევზის მოხმარება ორსულობის დროს სასარგებლოა, რადგან თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, რაც აუცილებელია ნაყოფის ტვინის განვითარებისათვის ორსულმა ქალმა კვირაში დაახლოებით 350გ. თევზი ან ზღვის პროდუქტი უნდა მიიღოს. მაგრამ: თევზი უნდა იყოს  მომზადებული (შემწვარი ან მოხარშული), რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად პათოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედება;

  • თუმცა უმი თევზისაგან დამზადებული სუში ასევე უსაფრთხოა, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოიყენება  გაყინული თევზი, ხოლო სათანადო ტემპერატურაზე  გაყინვით  მთლიანად ნადგურდება  პარაზიტები და ბაქტერიები;
  • თევზი არ უნდა შეიცავდეს ვერცხლისწყალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება,  ინტელექტუალური, მოტორული  და ფსიქო-სოციალური განვითარების ჩამორჩენა.
  • ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის გამო ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა თავი უნდა აარიდონ ზვიგენის, ხმალთევზას, მაკრელის, ოქროსფერი ქორჭილას, თეთრი თინუსის, სკუმბრიას მოხმარებას;.
  • რეკომენდებულია ვერცხლისწყლის დაბალი შემცველობის თევზების ან ზღვის პროდუქტების გამოყენება: კრევეტები,  ორაგული, ლოქო, ადგილობრივ ტბებში, მდინარეებსა და სანაპირო ზოლში მოპოვებული თევზი;  მათი  გამოყენებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 120გ/კვირაში.

კოფეინი:  არ არის რეკომენდებული კოფეინის დიდი დოზებით მოხმარება, რადგან  არსებობს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის და  მცირე წონის ახალშობილის დაავადების საშიშროება  და ეს საშიშროება მატულობს კოფეინის დოზის მატებასთან ერთად. გარდა ამისა, ზედმეტი კოფეინი ასევე იწვევს უძილობას, გულისრევის ან თავბრუსხვევის შეგრძნებას და შარდის გამოყოფის მატებას, რამაც შეიძლება განაპირობოს ორსულის გაუწყლოვანება. რეკომენდებულია,  ორსულმა კოფეინის დღიური მოხმარება შეამციროს ერთ ან ორ ფინჯან ყავამდე ანუ 200მგ-მდე.

ღვიძლის შემცველი საკვები: ორსულმა ქალმა თავი უნდა შეიკავოს ღვიძლის შემცველი საკვების მიღებისაგან, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ A, რამაც შესაძლებელია მავნე გავლენა იქონიოს ნაყოფზე.

საკვებით გამოწვეულმა(Foodborne) დაავადებებმა, როგორიცაა ტოქსოპლაზმოზი, ლისტერიოზი, ბრუცელოზი შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი დაზიანება, ორსულობის დრომდე მიუტანლობა, ნაყოფის სიკვდილი. საკვებისმიერი დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად ძალზედ მნიშვნელოვანია ორსულმა დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები::

  • პირადი ჰიგიენის სწორი დაცვა (ხელების ხშირი დაბანა);
  • მხოლოდ სრულყოფილად მომზადებული საქონლის ხორცის, თევზისა და ფრინველის ხორცის მირთმევა;
  • თავის არიდება არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღებისაგან;
  • ჭამის წინ ხილისა და ბოსტნეულის კარგი გარეცხვა გამდინარე წყლით;
  • საკვების დასამზადებელი ზედაპირები, დასაჭრელი დაფები და ჭურჭელი, რომელიც შეხებაში იყო ხორცთან ან თავზთან, კარგად უნდა გაირეცხოს ცხელი წყლითა და საპნით.

პიკაციზმი - ორსულობის დროს ზოგიერთ ქალს უჩნდება სურვილი მიიღოს არასაკვები ნივთიერებები, როგორიცაა თიხა, ყინული,  სახამებელი. ამ მდგომარეობას ეწოდება პიკაციზმი. ის შეიძლება მავნე იყოს ორსულისათვის,  გამოიწვიოს შეკრულობა ან ანემია.

როგორია ორსულობის დროს ვეგეტარიანელთა კვების რეკომენდაციები?  იხ. გაგრძელება შემდეგ კვირაში...