მზის დაკვრა

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

ზაფხულის მოსვლასთან ერთად მატულობს მზისა და სითბური დაკვრის საშიშროება.  ადამიანის  ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. მისი ერთ-ერთი სახეა მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს.

მზის  დაკვრას   მზის   სხივების  ინტენსიური   და/ან   ხანგრძლივი  მოქმედება იწვევს. ის  შეიძლება  განვითარდეს,  როგორც  უშუალოდ  მზეზე  ყოფნის  პროცესში, ასევე  მზეზე  ყოფნის  პერიოდიდან  რამდენიმე საათის შემდეგ. თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება და შეიძლება განვითარდეს მზის დაკვრა.

მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ღია ფერის კანი და თვალები.

მზის  დაკვრის  დროს აღინიშნება:

  • ძლიერი თავის  ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • სხეულის  ტემპერატურის  მომატება ( 40–410 C -მდეც კი)
  • პირის  სიმშრალე, წყურვილი.
  • გულისრევა, ღებინება
  • ზოგადი  სისუსტე 
  • კანის  შეწითლება 
  • ჭარბი  ოფლიანობა
  • გახშირებული, ზერელე  სუნთქვა
  • ხშირი, სუსტი  პულსი.
  • შეიძლება გამოიხატოს აგზნება , გულყრა, ძილიანობა
  • მძიმე შემთხვევებში - უგონო მდგომარეობა.

პირველი  დახმარება  მზის  დაკვრის  დროს.

  • მზის დაკვრის შემთხვევაში ბავშვი გადაიყვანეთ ჩრდილში ან გრილ ოთახში, დააწვინეთ ზურგზე, უზრუნველყავით  თავის  შემაღლებული  პოზიცია.
  • თუ შესაძლებელია, გადაავლეთ გრილი წყალი ან შემოახვიეთ  სველი  ზეწარი.
  • შუბლზე  და  კისერზე  დაადეთ  ცივი  საფენები.
  • მიეცით  დიდი  რაოდენობით  სითხე.
  • ცხელების შემთხვევაში-სიცხის დამწევი პრეპარატი.

აუცილებელია    ექიმის  კონსულტაცია.

როგორ  ავიცილოთ  თავიდან  მზის  დაკვრა

  • მოერიდეთ ხანგრძლივად მზეზე ყოფნას;
  • თავი დაიფარეთ ღია ფერის თავსაფრით ან ქუდით.
  • სასურველია ქოლგები და სხვა მოსაჩრდილი საშუალებები;
  • მზისგან დამცავი სათვალე.
  • ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც ადვილად ატარებს ჰაერს.
  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას პირდაპირი მზის სხივების, ანუ მზის აქტივობის პერიოდში–11:00 –17:00 სთ-მდე;
  • პირველ დღეს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, შემდგომი თანდათანობითი მომატებით 2 სთ–მდე (მაქსიმუმ) და აუცილებლად – შესვენებებით ჩრდილში;
  •  მიიღეთ მეტი სითხე – ამით შევინარჩუნებთ წყლის ბალანსს ორგანიზმში.