ზოგადი პროფილის მედდა ბათუმში

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ზოგადი პროფილის მედდის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;  შაბათი - მოკლე სამუშაო დღე

 

   ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება
  • კაბინეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალისტის ასისტირება ან/და პროცედურების დამოუკიდებლად ჩატარება
  • დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესის წარმოება
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ხარჯთაღრიცხვის წარმოება
  • პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაბამისად რეაგირება

   

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • აუცილებელია მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი
  • პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პოგრამების  ცოდნა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 ოქტომბერი, 2020

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერსდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line