ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას უფროსი ექთნის პოზიციაზე მოძრავი კლინიკისთვის.
სამუშაო გრაფიკი : 8 საათიანი
მივლინებები ქვეყნის მასშტაბით
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- საექთნო მანიპულაციების შესრულება;
- კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო საქმიანობის კოორდინირება: სამედიცინო ინვენტარის კონტროლი, სამედიცინო ნარჩენების მობილიზება, ინფექციის კონტროლი, კლინიკის პერსონალის მოსწრების კონტროლი;
- პაციენტების რეგისტრაცია პროგრამაში და თანხის მიღება-აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომიან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის დიპლომი;
- აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
- პრიორიტეტულია გამოცდილება განყოფილების უფროსი ექთნის პოზიციაზე;
- ინფექციის კონტროლის მეთოდების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 თებერვალი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
აპლიკაციის გაგზავნა