ტრენერი

"ევექსისკლინიკები" აცხადებს შერჩევას ტრენერის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავოოფისი; ვაჟა ფშაველას 40

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

**  ტრენინგ-ცენტრის პოლიტიკისა და სტანდარტების მიხედვით ტრენინგ-პროგრამების შეფასება;

**  ტრენინგის კალენდარის მართვა - წლიური სასწავლო გეგმისა და სხვა ტრენინგების მოთხოვნების ორგანიზება;

**  ტრენინგ კატალოგის მუდმივი მოდიფიკაცია - ახალი პროგრამების ინტეგრირება;

**  მომსახურების სტანდარტების შესაბამისად ტრენინგ-პროგრამების (service +, კომუნიკაცია, სტრესისმართვა, კონფლიქტისმართვადასხვ.) მომზადება და ჩატარება თანამშრომლებისათვის;

**  სწავლების საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და ინოვაციური მეთოდების გამოყენება;

**  თანამონაწილეობა ტრენინგის საჭიროებების კვლევისა და  ანალიზის მიმართულებით - შეთავაზებების პროგრამების შექმნა;

**  კომპანიის თანამშრომლების ატესტაციის პროცესისთვის (არასამედიცინო საკითხებზე) ტესტების შექმნა, ატესტაციის ჩატარება და ტესტების გასწორება;

**  ჩატარებული ტრენინგების ეფექტიანობის ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების მეთოდისა და სასწავლო მასალების ცვლილება;

**  ინდივიდუალური განვითარების გეგმის მართვა - ინდივიდუალური სწავლების საჭიროებების მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების შემუშავება;

**  ტრენინგების შედეგების შეფასების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება  სოციალური მეცნიერებების კუთხით (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);

** აუცილებელია ტრენერად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;

**  სასურველია TOT სერტიფიკატი;

** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, Powerpoint, Word;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; (B2)

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;  

** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;

** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 ივნისი, 2022.

"ევექსისკლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული  ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირიუფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.გთხოვთ, მხოლოდ იმშემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line