სტუდენტური დასაქმება

ევექსის კლინიკები  აცხადებს სტუდენტურ  დასაქმებას  თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 6 საათი: 10:00-16:00 ან 11:00-17:00;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონკრეტულ უნივერსიტეტში პოტენციური მომხმარებლისთვის ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა
  • მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება
  • სამუშო მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა


აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი ტრენინგითა და მობილური სასაუბრო დროით. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  25 თებერვალი, 2020

ევექსის კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე pdp-officer-clinics@evex.ge  და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line