სტაჟირება აპლიკაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფში

ევექსის კლინიკები  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აპლიკაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფში თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი,სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  მოქნილი.

 

 

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად შემოსული მოთხოვნების მონიტორინგი;
  • პროგრამული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა/გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
  • ახალი პროექტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიმართულებით (განიხილებიან მეოთხე კურისის სტუდენტებიც);
  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა(XP, 7, 8);
  • კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;


 სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში განვიხილავთ გრძელვადიან თანამშრომლობას. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 2021 წ.

სს „ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

 

 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერსდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line