სერვისის კონსულტანტი

ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობათბილისი

სამუშაო გრაფიკისრული (40 სთ)/ნახევარი(20 სთ)

სამუშაო საათები: სრული (ორშაბათი - პარასკევი (09:00- 17:00/ 10:00-18:00/ 12:00-20:00 ) შაბათი - 09:00 -14:00) ნახევარი ( ორშაბათი- პარასკევი 3 სთ; შაბათი 5 სთ)

 

        ძირითადიმოვალეობები:

  • პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია;
  • კლინიკაში არსებული რიგების მართვა;
  • პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • რთული სიტუაციების მართვა.

  

        საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;

 

        იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლოვადაა: 5 აპრილი, 2023წ.



ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line