სახელფასო სქემების ადმინისტრირების სპეციალისტი

ევექსი კლინიკები“  აცხადებს შერჩევას სახელფასო სქემების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • სახელფასო სქემების შემუშავება, სიზუსტის ტესტირება და პროგრამული ასახვა;
  • პროგრამულად ასახული სახელფასო სქემების კონტროლი და პერიოდული შემოწმება;
  • სახელფასო ბრძანებების შესაბამისობის დადგენა პროგრამასთან, საშტატოსთან და გადარიცხვის ფაილებთან;
  • ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების კალკულაცია, წინასწარ დადგენილ ვადებში და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • ბიზნეს ერთეულებისთვის გადარიცხვის ფაილების მომზადება და მიწოდება;
  • არასტანდარტული ხელფასების, ხელფასზე დანამატების, ბონუსებისა და სხვა ხელფასთან გათანაბრებული განაცემების კალკულაცია;
  • თანამშრომლების ბენეფიტების მონაცემთა დამუშავება, მათ შორის: წლიური ბონუსის, დაზღვევების გადარიცხვა/დარიცხვების ანალიზი, რეპორტის ფაილის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • კომპანიის მასშტაბით შვებულების, ბიულეტენების, დეკრეტული შვებულების და სხვა გაცდენების ადმინისტრირება და თანამშრომლებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მოთხოვნილი მონაცემების მიწოდება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან რელევანტური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულმცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია HRMS, 1C, Vabacco მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;   
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა:  2 დეკემბერი , 2022 .

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line