საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი

ევექსი კლინიკები აცხადებს  შერჩევას საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით შემოსული მოთხოვნების მართვა (სამედიცინო, სამეურნეო-ტექნიკური, საკანცელარიო, საინჟინრო, სტანდარტული მოთხოვნები, IT მოთხოვნები, რეგულირების მოთხოვნები, საწვავის მოთხოვნები, ტარნსპორტირების უზრუნველყოფა, საპროექტო მოთხოვნები);
  • კომპანიაში მინდინარე პროექტების მხარდაჭერა;
  • საოპერაციო განყოფილებაში განხორციელებული შესყიდვების ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული გადარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის და ფინანსური განყოფილების მიწოდება;
  • ქსელში არსებული სამედიცინო და არასამედიცინო აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • შემოსული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების მიერ დაკონტრაქტებულ მომწოდებელთან ურთიერთობა;
  • ავტოპარკის მართვა;
  • მოთხოვნილი სამედიცინო/არასამედიცინო ინვენტარის ლოგისტიკა;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • ქსელში არსებულ კლინიკების არასამედიცინო მარაგების უზრუნველყოფა და  ხარჯვის ანალიზი;
  • არსებული უძრავი ქონების გამართული ექსპლუატაცია;
  • საოპერაციო მიმართულებით ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • მომსახურებისა და შესაძენი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დადგენა და შესყიდვების განყოფილებისთვის მიწოდება;
  • საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების მოპოვება;
  • სამედიცინო აპარატურის დაზიანებასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღრიცხვა და მართვა, შეკეთების ვადების კონტროლი;
  • სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

პიროვნული უნარები:

  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2019

 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

 “ევექსი კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line