სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი,  იოანე პეტრიწის ქუჩა N16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ.

 

 ძირითადი მოვალეობები: 

  • წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა;
  • სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების ქეისების მართვა;
  • სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
  • დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი პროცესების მართვა;
  • ყოველდღიურად სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსო საქმე, მიმართულებით;
  • სავალდებულოა რელევანტური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • სასურველი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი; 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი2023 .

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი
დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლება მოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line