სამედიცინო სერვისებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი

ევექსი კლინიკები  აცხადებს შერჩევას  სამედიცინო სერვისებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • კლინიკების სხვადასხვა აქციებში და სახელმწიფო ვერტიკალურ პროგრამებში მონაწილეობის ტექნიკური მხარდაჭერა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მართვა
  • აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის ეფექტური მართვა
  • დაფიქსირებულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და ინციდენტის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადების დაცვა
  • დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი, ანალიზი და ძირეული აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებების / პროექტების დაგეგმვა
  • დაფიქსირებული ხარვეზებიდან გამომდინარე, პროგრამული ან პროცედურული ცვლილებების ინიცირება
  • შიდა მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესება
  • აპლიკაციების მხარდაჭერის პლათფორმის დანერგვა/ ეფექტური მართვა / მუდმივი გაუმჯობესება
  • თანამშრომლების შიდა პროგრამებთან დაკავშირებით ტრენინგი / სწავლების უზრუნველყოფა
  • ახალი / არსებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში მონაწილეობა
  • მომხმარებლის პროგრამული სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება და მუდმივად განახლება
  • კომერციული პროექტების მხარდაჭერა, ტექნიკური გამართვა და მცირე პროცედურის / ინსტრუქციის შემუშავება / ქსელის ინფორმირება
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა
  • შესასრულებელი სამუშაოს შინაარსიდან ან პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა
  • კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის / პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის / პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირების მიმართულებით ან სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრაციული / პროცესების მართვის / სამედიცინო სერვისების განვითარების მიმართულებით
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2020

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line