საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი

 

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას საცალო გაყიდვების  განყოფილების უფროსის  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საცალო გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • საცალო გაყიდვების წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
  • გაყიდვების არხების მიხედვით, გეგმებისა და ბიუჯეტის გადანაწილება;
  • დადგენილი ვადების შესაბამისად, საცალო გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • ქსელის მასშტაბით, გაყიდვების ანალიზი და გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დროული ჩართულობა;
  • გაყიდვების არხების ანალიზი, გამართვა და მუდმივი განვითარება;
  • საცალო გაყიდვების სტიმულირების მიზნით, ახალი არხებისა და პროდუქტების ინიცირება;
  • გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ქსელის მასშტაბით, ფასდაკლების აქციების ინიცირება და განხორციელების მიზნით, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება;
  • გაყიდვებში ჩართული თანმშრომლების საბონუსე სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების ინიცირება;
  • საცალო გაყიდვების განყოფილების მიერ ჩატარებული აქტივობების ეფექტიანობის განსაზღვრა და შედეგების ანალიზი; პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივების შემუშავება;
  • განყოფილების საქმიანობის რეპორტინგი; ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • საცალო გაყიდვების განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;

 

აკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი  გამოცდილება, აქედან 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;        
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;     
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  23 ივლისი  , 2022წელი



ევექსის კლინიკები 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line