რეგულირების რისკების უფროსი ანალიტიკოსი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს რეგულირების რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

განსაკუთრებული მინიშნება: გათვალისწინებულია რეგიონებში მოკლევადიანი მივლინებები გუნდთან ერთად.

    ძირითადი მოვალეობები:

  • მონიტორინგის სრული პროცესის განხორციელება (გუნდის მართვა, პრეოექტის დაგეგმვა, გასაუბრებების ჩატარება, პროცესზე დაკვირვება, სამუშაო დოკუმენტაციის შესწავლა და სხვა);
  • მონიტორინგის პროცესის ფარგლებში სამუშაო დოკუმენტაციის შევსება;
  • მონიტორინგის პროცესის ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის დამუშავება ტექნიკურად;
  • მონიტორინგის შედეგების შეჯამება და ასახვა შესაბამის დოკუმენტაციაში;
  • რეგულაციების შესწავლა და ანალიზი;
  • რეპორტინგი და ანალიზი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უმაღლესი სამედიცინო განათლება);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (სადაზღვევო კომპანია, ჰოსპიტალი), ჩამონათვალი პოზიციებიდან, რომელიმეს მსგავსი მიმართულებით: ზარალების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი, აუდიტორი, ხარისხის მართვის სპეციალისტი;
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2 ივნისი, 2019

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line