პროდუქტების პრომოუტერი

"ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 33 კლინიკას, საიდანაც 14 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე  ზომის კლინიკაა.

ევექსი კლინიკებს ქსელურობა საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში და თანამშრომლების გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. 

 

ევექსი კლინიკები აცხადებს პროდუქტების პრომოუტერის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო 
გრაფიკი: მოქნილი, დღეში 5 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე.

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის/სერვისის  შესახებ პრეზენტაციის ჩატარება
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;   
  • მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურის შესრულება

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი, 2022 წ.

 

„ევექსი კლინიკები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადიმონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლევადაში მიიღოსკ ვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line