პოლიკლინიკის მენეჯერი

ევექსი კლინიკები  აცხადებს  შერჩევას პოლიკლინიკის  მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

ევექსი კლინიკები ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს 6 რეგიონში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვის უზრუნველყოფა და განხორციელების მონიტორინგი
  • პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა
  • სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
  • კლინიკის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან  შესაბამისობაში მოყვანა
  • კლინიკის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა
  • კლინიკის პერსონალის მართვა
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე  ზედამხედველობა
  • პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  სამედიცინო/ჯანდაცვის მიმართულებით
  • კლინიკაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება
  • პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებში მუშაობის გამოცდილება
  • სავალდებულოა სამედიცინო დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 ნოემბერი, 2020

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line