პერსონალის შერჩევის სპეციალისტი

ვექსის კლინიკები აცხადებს  შერჩევას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი


ძირითადი 
მოვალეობები:

  • პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
  • აპლიკანტების მოზიდვა და სარეზერვო ბაზების ადმინისტრირება;
  • სხვადასხვა დასაქმების ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ანალიტიკისა და რეპორტინგის წარმოება;
  • ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება შერჩევის პროცესთან დაკავშირებით;
  • ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
  • მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში HR გუნდის მხარდაჭერა.
  • დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
  • აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის შერჩევის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
  • პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი)
  • საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა
  • სასურველია, ინგლისურიენის  ცოდნა (B2)

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
  • ემპათია;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა.

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 5 აგვისტო , 2022  


“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line