ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას  ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი:სრული

 

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მასშტაბით, ოპერაციული პროცესების გამართულობის ხელშეწყობა;
  • ოპერაციების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა;
  • კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ოპერაციების მართვის სტრატეგიის, პროცედურების, პოლიტიკების შემუშავება, დანერგვა და მართვა;
  • დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა, დამტკიცება, დანახარჯებისა და აღსრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სისტემების დანერგვის, სამუშაოს დაგეგმვის, პროცესების გამართვისა და შესრულების კოორდინაცია;
  • სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება, მათი დანერგვის უზრუნველყოფა და მართვა;
  • დეპარტამენტის მასშტაბით, შესრულებული სამუშაოსა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ანგარიშის წარმოება, დირექტორისთვის და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • ოპერაციების მართვის დეპარტამენტის სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული,  უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება .

 

 

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია, რელევანტური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 4 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2).

 

       იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ლიდერობა;
  • ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • სტრატეგიული ხედვა.

 

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 ოქტომბერი  , 2022წელი

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდანტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line