მთავარი მედდა

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  მთავარი მედდის  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
  • NCDC - სთან  და  სჯც - სთან ,  კანონმდებლობით  დადგენილი  სტატისტიკური და საანგარიშგებო ფორმების  რეგულარული მიწოდება (ინფექციური დაავადებები, სეზონური გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსები). 
  • სამედიცინო სახარჯო მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა
  • სამედიცინო ნარჩენების მართვა (სახიფათო და არასახიფათო ტიპის ნარჩენები)
  • სამედიცინო აპარატურის გამართული მუშაობის კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება ოპერაციების მართვის დეპარტამენტთან (სამედიცინო აპარატურის ინჟინერთან)
  • კლინიკისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებების და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის რაოდენობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სპეციალისტთან კომუნიკაცია და მომარაგების უზრუნველყოფა;
  • ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
  • ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი (ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად);
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები)და პროტოკოლების შესრულება;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

         საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
  • სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მენეჯერული სამუშაო გამოცდილება;

 

       იროვნული კომპეტენციები/უნარები:

 სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;

  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31 ოქტომბერი, 2022 წელი 

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line